ვაკის პარკის პროექტი მოიცავდა დედაქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცის ლანდშაფტურ განახლებასა და გამწვანებას. პროექტის მიზანი იყო პარკის კლასიკური არქიტექტურულ-ლანდშაფტური სტრუქტურის შენარჩუნებასთან ერთად, თანამედროვე, ესთეტიკური და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა ყველა თაობის დამსვენებლისთვის.
პარკის ისტორიული ავთენტურობის, არსებული მრავალწლიანი ხე-მცენარეებისა და ცენტრალური კასკადური ღერძის ესთეტიკის შენარჩუნება საპასუხისმგებლო ამოცანა იყო. ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მცენარეთა სწორ შერჩევასა და დენდროლოგიურ ზონირებას, რათა ახალი ნარგავები ჰარმონიულად შერწყმოდა არსებულ მდიდარ ფლორას.
ჩვენ განვაახლეთ პარკის დენდროლოგიური შემადგენლობა — დავრგეთ ქალაქის კლიმატზე ადაპტირებული მაღალი ხარისხის დეკორატიული ხე-მცენარეები, მოვაწყეთ ესთეტიკური მწვანე ზონები და გავაჯანსაღეთ ლანდშაფტი. შედეგად, ვაკის პარკმა შეინარჩუნა თავისი ისტორიული დიდებულება და გარდაიქმნა კიდევ უფრო მოწესრიგებულ, ცოცხალ და მიმზიდველ ურბანულ სივრცედ.
მდებარეობა
ვაკის პარკი
დასრულდა
28 ოქტომბერი, 2021
ფართობი
40000 კვ.მ