თემქის (ზღვის უბნის) ხევის პროექტი წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქალაქო-რეკრეაციულ ინიციატივას. 25 ჰექტარზე გაშლილ ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი, სადაც ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი ლანდშაფტი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. პროექტის ფარგლებში გაშენდა მდიდარი დენდროლოგიური ზონა, მოეწყო ხელოვნური ტბები, საფეხმავლო ხიდები და დასასვენებელი სივრცეები
ტერიტორიის რთული რელიეფი და რეკონსტრუქციამდე არსებული მდგომარეობა მოითხოვდა კომპლექსურ მიდგომასა და მასშტაბურ ლანდშაფტურ დაგეგმარებას. ჩვენი გუნდისთვის მსგავსი მოცულობისა და მნიშვნელობის პროექტზე მუშაობა იყო საპასუხისმგებლო ამოცანა, რომელსაც დიდი პროფესიული ენთუზიაზმით შევუდექით, რათა უზრუნველგვეყო მცენარეთა სწორი შერჩევა და სივრცის მაქსიმალური ათვისება.
ჩვენ განვახორციელეთ ტერიტორიის სრული მწვანე ტრანსფორმაცია — შევქმენით უხვი და მრავალფეროვანი ლანდშაფტური კომპოზიციები, დავრგეთ ათასობით დეკორატიული ხე-მცენარე და ჩამოვაყალიბეთ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო. შედეგად, თემქის ხევი გარდაიქმნა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, მწვანე და ცოცხალ სარეკრეაციო ზონად.
მდებარეობა
თემქის ხევი
ფართობი
250000 კვ.მ