ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, მონუმენტ „ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული პარკის პროექტი მოიცავდა ამ მნიშვნელოვანი ურბანული სარეკრეაციო სივრცის ლანდშაფტურ განახლებასა და გამწვანებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიის სრული ესთეტიკური ტრანსფორმაცია, სადაც ისტორიულ მონუმენტსა და თანამედროვე ურბანულ გარემოს შეემატა მდიდარი, მრავალფეროვანი მწვანე საფარი.
ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვე, მაღალი სატრანსპორტო ნაკადი და ტერიტორიის სპეციფიკური რელიეფი განსაკუთრებულ ლანდშაფტურ მიდგომას მოითხოვდა. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი დეკორატიული მცენარეების შერჩევა, რომლებიც გაუძლებდნენ გამონაბოლქვსა და ურბანულ სტრესს, ხაზს გაუსვამდნენ მონუმენტის არქიტექტურულ მასშტაბს და შექმნიდნენ მშვიდ, მწვანე გარემოს.
ჩვენ განვახორციელეთ პარკის სრული დენდროლოგიური მოწყობა — დავრგეთ ქალაქის კლიმატზე ადაპტირებული მაღალი ხარისხის დეკორატიული ხე-მცენარეები, შევქმენით დახვეწილი ლანდშაფტური კომპოზიციები და მოვაწყეთ ესთეტიკური მწვანე ზონები. შედეგად, „ადამიანი და მზის“ პარკი გარდაიქმნა სრულიად ახალ, ჯანსაღ და მიმზიდველ ურბანულ სივრცედ.
მდებარეობა
ჯორჯ ბუშის ქუჩა
დასრულდა
25 ნოემბერი, 2020
ფართობი
15000 კვ.მ