ვარკეთილში მდებარე ერეკლე მეორის პარკის პროექტი წარმოადგენს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონაში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის შექმნისა და გამწვანების მნიშვნელოვან ინიციატივას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიის ლანდშაფტური მოწყობა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის შეიქმნა ესთეტიკური, მწვანე და კომფორტული გარემო.
მჭიდროდ დასახლებულ უბანში ფუნქციური და ამავდროულად სიმწვანით მდიდარი პარკის დაგეგმარება საინტერესო ამოცანა იყო. ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა ისეთი ხე-მცენარეებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მაქსიმალურ ჩრდილს, ჯანსაღ მიკროკლიმატსა და ვიზუალურ მიმზიდველობას.
ჩვენ შევარჩიეთ და დავრგეთ ურბანულ გარემოზე კარგად ადაპტირებული დეკორატიული ხე-მცენარეები, ავაგეთ დახვეწილი მწვანე კომპოზიციები და მოვაწყვეთ სარეკრეაციო ზონები. შედეგად, ვარკეთილის ერეკლე II-ის პარკმა შეიძინა სრულიად ახალი, ცოცხალი იერსახე და გახდა უბნის მთავარი მიზიდულობის ცენტრი.
მდებარეობა
ერეკლე 2 პარკი
ფართობი
100000 კვ.მ