მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის პროექტი წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ლანდშაფტურ ინიციატივას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რთული რელიეფის მქონე ფერდობების გამწვანება, ეროზიისგან დამცავი მწვანე საფარის მოწყობა და ახალი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიების სრული დენდროლოგიური ტრანსფორმაცია.
მაღალი დახრილობის რელიეფი, ნიადაგის სპეციფიკური სტრუქტურა და ფერდობების სტაბილიზაციის აუცილებლობა კოლოსალურ საინჟინრო და ლანდშაფტურ გამოწვევას წარმოადგენდა. მთავარი ამოცანა იყო ისეთი მცენარეების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი ფესვთა სისტემით, მაღალი გამძლეობითა და ფერდობის გამაგრების უნარით, ამავდროულად კი მაგისტრალს შესძენდნენ ესთეტიკურ იერსახეს.
ჩვენ განვახორციელეთ ფერდობებისა და გზისპირა ზოლების სპეციეციფიკური გამწვანება — დავრგეთ ნიადაგდამცავი და რთულ კლიმატურ პირობებზე ადაპტირებული დეკორატიული ხე-მცენარეები, მოვაწყეთ მდგრადი ლანდშაფტური კომპოზიციები. შედეგად, მაგისტრალის მიმდებარედ შეიქმნა ეკოლოგიურად ჯანსაღი, უსაფრთხო და ვიზუალურად დახვეწილი მწვანე ზოლი.