ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾250.00 – ₾850.00
Viburnum lucidum არის მსხვილფოთლიანი, მკვრივი ვარჯის მქონე მარადმწვანე ბუჩქი. მას აქვს ოვალური, სქელი, მუქი მწვანე ფოთლები, რომლებიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებითა და პრიალა (ლაკისებრი) ზედაპირით. გაზაფხულზე მცენარე იკეთებს თეთრი, არომატული ყვავილების ქოლგისებრ ყვავილედებს, რომლებსაც შემოდგომაზე ცვლიან მუქი ლურჯი ან შავი დეკორატიული ნაყოფები. იგი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია სწრაფზარდი, მაღალი და მკვრივი ცოცხალი ღობეების, ვინდბრეიკებისა და ეზოს ფონური გამწვანებისთვის.
მაღალი
მორწყვის საჭიროება
ნახევრად-ჩრდილი
მზის სინათლე
მარტივი
მოვლის სირთულე
სინათლე: ხარობს როგორც სრულ მზეზე, ასევე ნახევრად ჩრდილში. მზიან ადგილას ფოთლები უფრო პრიალაა, ხოლო ვარჯი — მკვრივი. მორწყვა: ახალგაზრდა ნერგს სჭირდება რეგულარული მორწყვა პირველი 1-2 წლის განმავლობაში. ფესვთა სისტემის განვითარების შემდეგ ხდება საკმაოდ გვალვაგამძლე. ნიადაგი: არაპრეტენზიულია; ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს, თუმცა ანიჭებს უპირატესობას ნოყიერ, ტენიან და კარგად დრენირებულ გრუნტს. ტემპერატურა და სხვლა: საშუალოდ ყინვაგამძლეა (-10°C…-12°C-მდე). ძალიან კარგად იტანს გასხვლასა და ფორმირებას. გასხვლა უმჯობესია ჩატარდეს გაზაფხულზე ყვავილობის დასრულებისთანავე ან ზაფხულის ბოლოს.