ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾50.00 – ₾650.00
ფიტოსპორუმი (Pittosporum tobira, ასევე Pittosporum tenuifolium) არის მარადმწვანე დეკორატიული მცენარე. მას აქვს სქელი, პრიალა, ტყავისებრი, ოდნავ გადაღუნული მუქი მწვანე (ან ჭრელი/ოქროსფერ-ვერცხლისფერი) ფოთლები. გაზაფხულის დასაწყისში იფარება პატარა, თეთრი ან კრემისფერი ყვავილებით, რომლებსაც ფორთოხლის ყვავილის მსგავსი ტკბილი, ინტენსიური არომატი აქვთ. იდეალურია ცოცხალი ღობეებისთვის, ბარდიურებისთვის, ზღვისპირა ზონებისთვის და ქოთნებისთვის.
საშუალო
მორწყვის საჭიროება
სრული ჩრდილი
მზის სინათლე
საშუალო
მოვლის სირთულე
სინათლე: მშვენივრად ხარობს როგორც სრულ მზეზე, ასევე ნახევრად ჩრდილში. მორწყვა: ახალგაზრდა ნერგს სჭირდება ზომიერი, რეგულარული მორწყვა. ზრდასრული მცენარე საკმაოდ გვალვაგამძლეა და ადვილად უძლებს მშრალ პერიოდებს. ნიადაგი: არ არის პრეტენზიული; ხარობს თითქმის ყველა ტიპის, მათ შორის მარილიან (ზღვისპირა) ნიადაგშიც. მთავარია იყოს კარგად დრენირებული. ტემპერატურა და სხვლა: უძლებს ზომიერ ყინვას (-10°C…-12°C-მდე). შესანიშნავად იტანს ფორმირებასა და გასხვლას, რაც ტარდება გაზაფხულზე, ყვავილობის დასრულებისთანავე.