ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾250.00 – ₾650.00
ოსმანთუსი (Osmanthus) არის მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. მისი ფოთლები მუქი მწვანე, პრიალა და ხშირად დაკბილულია (ძალიან ჰგავს ბაძგს/ილექსს). შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე იგი იფარება პატარა, თითქმის უხილავი ყვავილებით, რომლებიც გამოყოფენ საოცრად ძლიერ, ტკბილ და სასიამოვნო სურნელს. იდეალურია ცოცხალი ღობეებისთვის, დასასვენებელი ზონების მახლობლად დასარგავად და ქოთნის კომპოზიციებისთვის.
მაღალი
მორწყვის საჭიროება
ნახევრად-ჩრდილი
მზის სინათლე
საშუალო
მოვლის სირთულე
სინათლე: ხარობს როგორც სრულ მზეზე, ასევე ნახევრად ჩრდილში. მორწყვა: ახალგაზრდა ნერგს სჭირდება ზომიერი, რეგულარული მორწყვა. ზრდასრული მცენარე საკმაოდ გვალვაგამძლეა. ნიადაგი: ანიჭებს უპირატესობას ნოყიერ, ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ და კარგად დრენირებულ ნიადაგს. ტემპერატურა და სხვლა: საკმაოდ ყინვაგამძლეა (-12°C…-15°C-მდე). ძალიან კარგად იტანს გასხვლასა და ფორმირებას — გასხვლა უმჯობესია ჩატარდეს ყვავილობის დასრულებისთანავე.