ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾75.00 – ₾750.00
ოლიანდრა (Nerium oleander) არის სწრაფზარდი მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. მას აქვს ვიწრო, ტყავისებრი, მუქი მწვანე ლანცეტისებრი ფოთლები და მთელი ზაფხულის განმავლობაში იფარება ულამაზესი ყვავილების მტევნებით (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, კრემისფერი ან იასამნისფერი). იგი შესანიშნავია როგორც ეზოისა და ბაღის გამშვენებისთვის, ასევე დიდ ქოთნებში დასარგავად.
მცირე
მორწყვის საჭიროება
ნახევრად-ჩრდილი
მზის სინათლე
მარტივი
მოვლის სირთულე
სინათლე: მოითხოვს სრულ, პირდაპირ მზეს! უხვი ყვავილობისთვის სჭირდება მაქსიმალური სითბო და მზის სხივები. მორწყვა: ზაფხულში, აქტიური ყვავილობისას სჭირდება რეგულარული მორწყვა. ზრდასრული მცენარე საოცრად გვალვაგამძლეა, თუმცა მშრალ პერიოდში პერიოდული მორწყვა ყვავილობას ახანგრძლივებს. ნიადაგი: არ არის პრეტენზიული; ხარობს თითქმის ნებისმიერ ნიადაგში, მთავარია იყოს კარგად დრენირებული. ტემპერატურა და სხვლა: უყვარს სითბო (უძლებს ხანმოკლე ყინვას -7°C…-10°C-მდე). ვარჯის ფორმირებისა და ახალი ყლორტების სტიმულირებისთვის მსუბუქი გასხვლა ტარდება შემოდგომაზე, ყვავილობის დასრულებისთანავე.