ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾50.00 – ₾550.00
ნანდინა (Nandina domestica) არის დაბალი ან საშუალო სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქი. მიუხედავად ხალხური სახელწოდებისა, იგი ბამბუკი არ არის, თუმცა მისი ღეროები და ნაზი, აჟურული ფოთლები ძალიან ჰგავს მას. გაზაფხულზე ახალი ფოთლები მოვარდისფრო-ბრინჯაოსფერია, ზაფხულში — ხშვლად მწვანე, ხოლო შემოდგომა-ზამთარში იღებს მკვეთრ ალუბლისფერ-წითელ შეფერილობას. ზამთარში მცენარეს ასევე ამშვენებს კაშკაშა წითელი კენკრის მტევნები.
საშუალო
მორწყვის საჭიროება
სრული მზე
მზის სინათლე
მარტივი
მოვლის სირთულე
სინათლე: ხარობს როგორც სრულ მზეზე, ასევე ნახევრად ჩრდილში. მზიან ადგილას ზამთრის წითელი ფერი ბევრად მკვეთრი და ინტენსიურია. მორწყვა: ახალგაზრდა ნერგს სჭირდება რეგულარული მორწყვა. ზრდასრული მცენარე საკმაოდ გვალვაგამძლეა და ზომიერ ტენიანობას ჯერდება. ნიადაგი: არ არის პრეტენზიული, თუმცა საუკეთესოდ ვითარდება ნოყიერ, ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ და კარგად დრენირებულ ნიადაგში. ტემპერატურა და სხვლა: საკმაოდ ყინვაგამძლეა (-15°C-მდე). გასხვლას თითქმის არ მოითხოვს — გაზაფხულზე მხოლოდ ძველი ან დაზიანებული ღეროების ძირში მოჭრაა საკმარისი.