ფასი დამოკიდებულია ზომაზე
₾500.00 – ₾2500.00
გინკგო ბილობა (Ginkgo biloba) არის უძველესი ფოთოლმცვივანი ხე, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. გამოირჩევა უნიკალური, მარაოს ფორმის ორნაკვთიანი ფოთლებით, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში ნაზი მწვანეა, ხოლო შემოდგომაზე ერთბაშად იღებს მკვეთრ, კაშკაშა ოქროსფერ შეფერილობას. იგი ძალიან გამძლეა და ხშირად გამოიყენება პარკებში, ეზოებსა და ქალაქის გამწვანებაში.
საშუალო
მორწყვის საჭიროება
ნახევრად-ჩრდილი
მზის სინათლე
მარტივი
მოვლის სირთულე
სინათლე: სჭირდება სრული მზე ან ოდნავი ნახევრად ჩრდილი. მზეზე უკეთ ვითარდება და შემოდგომის ოქროსფერიც უფრო მკვეთრი აქვს. მორწყვა: ახალგაზრდა ნერგს სჭირდება რეგულარული მორწყვა. ზრდასრული ხე ძალიან გამძლეა გვალვის მიმართ და დამატებით მორწყვას თითქმის არ მოითხოვს. ნიადაგი: არ არის პრეტენზიული, ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ და კარგად დრენირებულ გრუნტს. ტემპერატურა და მოვლა: საოცრად ყინვაგამძლეა, უძლებს დაბინძურებულ ჰაერს, მავნებლებსა და დაავადებებს. გასხვლას თითქმის არ მოითხოვს — იჭრება მხოლოდ დაზიანებული ტოტები გაზაფხულის დასაწყისში.