ჩვენ შესახებ

შპს მწვანე ნერგები შეიქმნა 2018 წლის ბოლოს, იმედით და დიდი მონდომებით, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის მცენარეების დისტრიბუცია ევროპიდან ხელმისაწდომი გავხადოთ ყველა მსურველისთვის, ასევე შევქმნათ მაღალი სტანდატრების სანერგე მეურნეობა და ახალი სიცოცხლე ჩავბეროთ იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ენდემური ჯიშის მცენარეებს.

ჩვენი გუნდის სურვილია სიახლე და ახალი ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მუდმივად ვეცნობით და აქტიურად ვმონაწილეობთ მსოფლიოში ყველა წამყვან გამოფენებს. გუნდი დაკომპლექტებულია ბოლო 10 წლეულში დახელოვნებული და გამოცდილი ადამიანებისგან, მცენარეთა მცოდნეებისგან, დაავადების ექსპერტებისგან და უბრალოდ მცენარეებზე შეყვარებული თანამშრომლებისგან.

ჩვენს მიერ განხორციელებულია მრავალი საინტერესო პროექტები, როგორიცაა: 2019 წლიდან დღემდე თბილისში გამწვანების სამუშაოებისთვის ჩამოტანილი ყველა სარგავი მასალა, ასევე რეაბილიტირებულია სკვერები პარკები როგორიცაა კიკვიძის პარკი გლდანის პარკი და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ჩვენი პარტნიორები და მომწოდებლები არიან მსოფლიო ბაზარზე ცნობილი და ავტორიტეტული სანერგე მეურნეობები რომლების მდებარეობენ ესპანეთსი, თურქეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, სერბეთში და პოლონეთში, ხოლო ჩვენს ქვეყანაში გვენდობიან და ჩვენთან თანამშრომლობენ სამრეწველო, სამშენებლო დეველოპერული, საბანკო, ტურისტული, სასტუმრო სარესტორნო ორგანიზაციები და კერძო პირები, ასევე ავტორიტეტული დიზაინერ არქიტექტორები და ლანდშაფტის დიზაინერები.
ჩვენთვის პატივია ყველა მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი, მცენარეებზე ზრუნვა და ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის განვითარება

სერვისები

  1. ფოთლოვანი, წიწვოვანი ხეების და ბუჩქოვანი მცენარეების შეკვეთა ჩამოტანა ნებისმიერი ქვეყნიდან.
  2. დიდ ტანოვანი და საუკუნოვანი დეფიციტური მცენარეების მოძიება ტრანსპორტირება სრული მომსახურეობით
  3. დენდროლოგიურ და გამწვანებითი პროექტების მომზადება დაგეგმარება მართვა
  4. ტყეების გაშენების და ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება
  5. კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების მომსახურეობა
  6. მცენარეების ყიდვა გაყიდვის ჩარგვის და მონიტორინგის მომსახურეობა
  7. სარწყავი სისტემების მონტაჟი
  8. ხეების მოჭრის გადაბელვის და გადარგვის სრული მომსახურეობა
  9. დაკიდული ბაღების და მწვანე კედლების ინსტალაცია

გალერეა

ეწვიეთ ჩენ შოურუმს